ნიუ-ორკში ტრადიციული “თურქეთის დღე“ მიმდინარეობს

მსვლელობა მანჰატტანის Bowling Green Park-ში გაიმართა

1215139
ნიუ-ორკში ტრადიციული “თურქეთის დღე“ მიმდინარეობს
abd turk bayragi2.jpg
abd turk bayragi1.jpg

 

აშშ-ის ქალაქ ნიუ-იორკის მანჰატტანის Bowling Green Park-ში, თურქულ-ამერიკულმა საზოგადოებამ გუშინ ტრადიციული, ”თურქეთის დღე” სახელწოდების მსვლელობა მოაწყო, რომლის ფარგლებში თურქეთის სახელმწიფო დროშა იქნა აღმართული და თურქული ეროვნული ჰიმნი იქნა შესრულებული, ხოლო ამის პარალელურად მარშ-მსვლელობა მოაწყო ოსმანურ სამოსში გამოწყობილმა სამხედრო ორკესტრმა, მეჰთარმა. ამ მსვლელობაში ათასობით თურქმა და ამერიკელმა მიიღო მონაწილეობა, მათ შორის იყვნენ თურქეთის ელჩი ვაშინგტონში სერდარ ქილიჩი და თურქეთის მუდმივი წარმომადგენელი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში ფერიდუნ სინირლიოღლუ, ხოლო თურქეთიდან საპატიო სტუმრების სახით დაესწრნენ თურქეთის იუსტიციის მინისტრი აბდულჰამიდ გიული და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სელიმ ქირანი. მსვლელობაზე სიტყვით გამოსვლისას იუსტიციის მინისტრმა გიულმა ხაზი გაუსვა, რომ ეს ცერემონიალი ტრადიციულია და ამერიკულ-თურქული საზოგადოების ერთიანობისა და სოლიდარობის გამომხატველი ერთ-ერთი სიმბოლოა. მსვლელობის დასრულების კვალდაკვალ მეჰთარებმა კონცერტი გამართეს ნიუ-ორკის განთქმულ Times-ის მოედანზე, ხოლო დღეს კი ასეთივე კონცერტს ჩაატარებენ ბრუკლინის მერიის შენობის



მსგავსი ინფორმაციები