ხვალ ყაზახეთში საპრეზიდენტო არჩევნებია
პრეზიდენტის სავარძლისათვის 7 კანდიდატი იბრძვის

ყაზახეთში ხვალ საპრეზიდენტო არჩევნებია და ქვეყანაში 12 მილიონამდე დარეგისტრირებული ამომრჩეველი, ქვეყნის ახალ პრეზიდენტს აირჩევს. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 07:00 საათზე გაიხსნება და 20:00 საათზე დაიხურება რა, ხმის მიცემა ქვეყნის მასშტაბით 10 ათასამდე საარჩევნო უბანში მოხდება, რასაც დაემატება უცხოეთის 51 ქვეყანაში მიცემული ხმებიც. ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით, ხმის დათვლის პროცესი, საარჩევნო პროცესის დასრულების შემდეგ, არა უგვიანეს 12 საათისა განმავლობაში დაიწყება და ერთი კვირის შემდეგ ოფიციალური შედეგები გამოცხადდება. პრეზიდენტის სავარძლისათვის სულ 7 კანდიდატი იბრძვის, მათ შორის ნურსულთან ნაზარბაევის გადადგომის შემდეგ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი კასიმ ჯომერტ ტოკაევიც არის. ყაზახეთის კანონებით, პრეზიდენტობის კანდიდატებმა აუცილებლად უნდა იცოდნენ ყაზახური ენა, ასაკით 40 წელს გადაცილებულები უნდა იყვნენ, უნდა გააჩნდეთ ასევე ქვეყანაში რეზიდენტობის 15 წლიანი ვადა და ამასთან სახელმწიფო სტრუქტურებში მინიმუმ 5 წლის მუშაობის სტაჟი უნდა გააჩნდეთ
მსგავსი ინფორმაციები

უკრაინიდან პოლონეთში შესულ ლტოლვილთა რაოდენობამ 10 მილიონს გადააჭარბა
უკრაინიდან პოლონეთში შესულ ლტოლვილთა რაოდენობამ 10 მილიონს გადააჭარბა