ლიტვამ, ყირიმელი თათრების დეპორტაცია გენოციდად აღიარა

რეზოლუცია დაამტკიცა ქვეყნის პარლამენტმა, სეიმასმა

1214594
ლიტვამ, ყირიმელი თათრების დეპორტაცია გენოციდად აღიარა

 

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკევიჩუსმა, თავისი სოციალური მედიის ანგარიშიდან გავრცელებულ მესიჯში აღნიშნა, რომ ქვეყნის პარლამენტმა სეიმასმა, დაამტკიცა რეზოლუციის პროექტი, რომელიც 1944 წელს, საბჭოთა პერიოდში განხორციელებული ყირიმელი თათრების დეპორტაციას, გენოციდად აღიარებს. "ლიტვის პარლამენტმა დღეს, ყირიმელი თათრების 75 წლის წინ,  ტოტალიტარული სტალინური რეჟიმის მიერ მასობრივი გაძევება გენოციდად აღიარა და ეს ქვეყანა,  ყირიმელი თათრების უფლებების დაცვას რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში, გააგრძელებს", ნათქვამია ლინკევიჩუსის მესიჯში. ლიტვის პარლამენტში ამ რეზოლუციის კენჭისყრისას 78 დეპუტატიდან 77 დადებითი ხმა მისცა, ხოლო ერთმა კი თავი შეიკავა. რეზოლუცია, რომელიც 6 ივნისს მიიღო ლიტვის პარლამენტმა, ხსენებულ დეპორტაციას, საბჭოთა კავშირის მიერ ყირიმელი თათრების წინააღმდეგ ჩადენილ გენოციდის დანაშაულს უწოდებს და მოუწოდებს მსოფლიო თანამეგობრობას, გამოხატოს ყირიმელი თათრების მიმართ სოლიდარობა და გააგრძელოს რუსეთის მიერ 2014 წელს ყირიმის უკანონო ანექსიის არაღიარების პოლიტიკა. სხვათა შორის, მსგავსი რეზოლუცია  ბალტიის კიდევ ერთმა სახელმწიფომ ლატვიამ, გასულ თვეში მიიღო, ხოლო უკრაინის ვერხოვნაია რადამ კი ყირიმელი თათრების დეპორტაცია გენოციდად აღიარა 2015 წელს. 1944 წლის მაისში, საბჭოთა დიქტატორის, იოსებ სტალინის ბრძანებით ყირიმელ თათრებს, ისევე როგორც თურქ-მესხებს, ბრალად დასდეს ნაცისტურ გერმანიასთან თანამშრომლობა და შუა აზიაში გადაასახლეს.



მსგავსი ინფორმაციები