ავტოავარია დუბაიში

დაიღუპა 17 კაცი

1214731
ავტოავარია დუბაიში

 

ომანის ეროვნული სატრანსპორტო კომპანიის სოციალური მედიის ანგარიშში გავრცელებული განცხადებით, არაბთა გაერთიანებული საემიროების ქალაქ დუბაიში ავარია განიცადა მათმა კუთვნილმა სამგზავრო ავტობუსმა, რის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა. ამავე განცხადებით, სამგზავრო ავტობუსი, გუშინ, საღამოს საათებში, დუბაიში საგზაო ნიშანს დაეჯახა, რის შედეგადაც სხვადასხვა ეროვნების 17 ადამიანი დაიღუპა, ხოლო  ომანელი მძღოლი და რამდენიმე მგზავრი დაშავდნენ რა, ამ უბედური შემთხვევის გამოძიება დაიწყო. ომანის სახელმწიფო ტელევიზიის განცხადებით კი, დაღუპულთაგან მხოლოდ ორია ომანელი, დანარჩენები კი აზიური და ევროპული ქვეყნების მოქალაქეებს წარმოადგენენ



მსგავსი ინფორმაციები