ინდონეზიაში სატვირთო გემი გადაბრუნდა

შემთხვევის დროს გემზე 18 ეკიპაჟის წევრი იმყოფებოდა

1214347
ინდონეზიაში სატვირთო გემი გადაბრუნდა

ინდონეზიაში, კუნძულ სულავესის სანაპიროსთან     სატვირთო გემი გადაბრუნდა. უბედური შემთხვევის დროს გემზე იმყოფებოდა 18 ეკიპაჟის წევრი რომელთაგან 17 ჯერ კიდევ დაკარგულად ითვლება, ხოლო ერთის ცოცხლად გადარჩენა მოხერხდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი  გაზეთი,  Kompas-ი ავრცელებს. წინასწარი ინფორმაციით სატვირთო გემის გადაბრუნების მიზეზი უამინდობა გახდა. რეგიონში სამაშველო ოპერაცია   მიმდინარეობს.



მსგავსი ინფორმაციები