უკრაინა რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის მზად არის

უკრაინა რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის მზად არის

1213721
უკრაინა რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის მზად არის

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ  აცხადებს, რომ მათთვის ნატოს და ევროკავშირის წევრობის მიზნები არ შეცვლილა თუმცა,   რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის მზად არიან. პრეზიდენტად არჩევის შემდეგ ზელენსკიმ პირველი საზღვარგარეთული ვიზიტი,  ბრიუსელში ნატოს შტაბ ბინაში გენერალურ მდივან, იენს სტოლტენბერგთან შეხვედრით დაიწყო. ზელენსკიმ სტოლტენბერგთან გამართული პირისპირ შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა რა დროსაც განაცხადა, რომ მათთვის ნატოს და ევროკავშირის წევრობის მიზნები არ შეცვლილა თუმცა,   რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის მზადაა.  „ჩვენ მზად ვართ, რუსეთთან  მოლაპარაკებები ვაწარმოოთ, მზად ვართ ავამოქმედოთ მინსკის შეთანხმება, მაგრამ ჯერ უნდა გვქონდეს თავდაცვის საშუალება, უნდა გავძლიერდეთ, როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური და სამხედრო თვალსაზრისით“,  განაცხადა ზელენსკიმ ნატოს შტაბბინაში გამართულ პრესკონფერენციაზე.



მსგავსი ინფორმაციები