სუდანში ანტისამთავრობო აქციების დროს ათეულობით ადამიანი დაიღუპა

ასეულობით კი დაშავდნენ

1213354
სუდანში ანტისამთავრობო აქციების დროს ათეულობით ადამიანი დაიღუპა

სუდანის დედაქალაქ,  ხარტუმში მთავრობის საწინააღმდეგო აქციების დროს ბოლო მონაცემებით 35 ადამიანი დაიღუპა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, სუდანის ექიმების კომიტეტი ავრცელებს. მათივე განცხადებით,  ანტისამთავრობო აქციების დროს ასევე ასობით ადამიანიც დაშავდა, რომელთაგან უმრავლესობის მდგომარეობა მძიმეა. მეორეს მხრივ,  თურქეთის ავიახაზებმა (THY) სტამბოლიდან სუდანის დედაქალქ, ხარტუმის მიმართულებით ფრენები, ქვეყანაში არსებული დაძაბულობის გამო გააუქმა. მსგავსი გადაწყვეტილება მიიღეს არაბთა გაერთიანებული საემიროების და ეგვიპტის ავიაკომპანიებმაც.



მსგავსი ინფორმაციები