ტრიპოლის გარშემო შეტაკებები გრძელდება
2 თვეში 562 კაცი დაიღუპა
1209668
ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლის მახლობლად ბოლო თვეებში ახლიდან აალებულ შეტაკებებს მთლიანობაში 562 ადამიანი ემსხვერპლა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) წერილობითი განცხადებით, დაღუპული 562 ადამიანიდან 40 მშვიდობიანი მოქალაქეა, ხოლო დაჭრილების რაოდენობამ კი 2855 კაცს გადააჭარბა. აღმოსავლეთ ლიბიის მაკონტროლებელი ოპოზიციონერი გენერლის, ჰაფთერის ნაწილებმა 4 აპრილს შეტევა დაიწყეს დედაქალაქ ტრიპოლის დასაპყრობად და მათ წინააღმდეგ აღსდგა ეროვნული შერიგების მთავრობის (UMH) შეიარაღებულ ძალები, რომლებმაც ოპერაცია დაიწყეს ბურკან ალ-გადაბში. როგორც ცნობილია 2011 წლის, ე.ი.მუამმერ კადდაფის ჩამოგდების შემდეგ ამ ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირება გრძელდება და შეტაკებებს სამხედროებთან ერთად სამოქალაქოები ეწირებიან