სამ ციხეში 42 პატიმრის გვამი აღმოაჩინეს
ისინი გაგუდვით მოუკლიათ
ბრაზილიის ჩრდილოეთით მდებარე ამაზონას პროვინციაში მოქმედ სამ ციხეში 42 პატიმარი მკვდარი აღმოაჩინეს. გუშინწინ, ამაზონის პროვინციის თანამდებობის პირებმა ქალაქ მანაუსის ანისიო ჯობიმის საპყრობილეში წარმოქმნილი ჩხუბის შედეგად 15 პატიმრის გარდაცვალება გამოაცხადეს, ხოლო გუშინ კი იმავე ქალაქის სამ სხვადასხვა ციხეში, გაგუდვით მოკლული 42 პატიმრის გვამი აღმოაჩინეს. იუსტიციისა და საზოგადოებრივი წესრიგის სამინისტროდან გამოაცხადეს, რომ ციხეებში მდგომარეობის ნორმალიზების მიზნით სპეცრაზმელების ნაწილები მიავლინეს. სხვათა შორის, ზემოთ ხსენებულ ანისიო ჯობიმის ციხეში 2017 წელს წარმოქმნილ აჯანყების დროს 56 პატიმარი დაიღუპა, ხოლო ათობით მათგანმა გაქცევა შესძლო
მსგავსი ინფორმაციები
ისრაელის მიერ ლიბანში პორტატული პეიჯერების აფეთქების შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა
ისრაელის მიერ ლიბანში პორტატული პეიჯერების აფეთქების შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა