ინგლისში 7 ივნისს ბრექსიტის თაობაზე კენჭისყრა არ გაიმართება

ინგლისში, მთავრობის წარმომადგენელმა მარკ სპენსერმა განაცხადა, რომ 7 ივნისს ბრექსიტის თაობაზე კენჭისყრა არ გაიმართება

1207333
ინგლისში 7 ივნისს ბრექსიტის თაობაზე კენჭისყრა არ გაიმართება

ინგლისში, მთავრობის წარმომადგენელმა მარკ სპენსერმა განაცხადა, რომ 7 ივნისს ბრექსიტის თაობაზე კენჭისყრა არ გაიმართება.

ინგლისის მთავრობამ, მას შემდეგ რაც ევროკავშირიდან გასვლის შეთანხმების თაობაზე ახალმა კანონპროექტმა ხელისუფლებაში მყოფ კონსერვატიულ პარტიაში დიდი უკმაყოფილე გამოიწვია, განაცხადა კენჭისყრის გადადების შესახებ.  

მთავრობის წარმომადგენელმა მარკ სპენსერმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ კანონპროექტის 3 ივნისს გამოქვეყნებას და 7 ივნისს კენჭისყრაზე გატანას გეგმავენ, თუმცა ამ საკითხზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს და ახალი თარიღის შესახებ ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებენ.

ოპოზიციიდან ვალერი ვაზმა კი კენჭისყრის გადადების შესახებ განაცხადა, რომ პრემიერი ტერეზა მეი გადადგომის ზეწოლის ქვეშაა და დაამატა: „პრემიერმინისტრმა კიდევ ერთხელ მისი პოლიტიკური მომავალი ეროვნულ ინტერსებზე წინ დააყენა.“

მეიმ მეოთხედ პარლამენტში გასატანი ბრექსიტის შეთანხმების შინაარსთან დაკავშირებით განცხადება 21 მაისს გააკეთა. მან ასევე დასძინა, რომ შესაძლოა მეორე რეფერენდუმიც ჩატარდეს.

ინგლისი 29 მარტს განსახორციელებელი ბრექსიტი, იმის გამო რომ პარლამენტში თანხმობა ვერ მიიღო, იძულებული გახდა ჯერ 12 აპრილამდე შემდეგ კი 31 მარტამდე გადაედო


საკვანძო სიტყვები: #ინგლისი , #ბრექსიტი , #კენჭისყრა

მსგავსი ინფორმაციები