ტრამპი კიდევ ერთხელ დაემუქრა ირანს

"თუ ირანს სურს ბრძოლა, ეს ოფიციალურად მისი დასასრული გახდება“

1204146
ტრამპი კიდევ ერთხელ დაემუქრა ირანს

 

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, სოციალურ ქსელ Twitter- ის ანგარიშიდან გავრცელებულ მესიჯში, კიდევ ერთხელ დაემუქრა ირანს. "თუ ირანს სურს ბრძოლა, ეს ოფიციალურად მისი დასასრული გახდება. ვაფრთხილებ, აღარასოდეს აღარ დაემუქროს ამერიკას ", ხაზგასმით აღნიშნა ტრამპმა. როგორც ცნობილია აშშ-ი 2015 წელს ხელმოწერილი ბირთვული შეთანხმებიდან 2018 წლის 8 მაისს გავიდა და ირანის წინააღმდეგ სანქციები დააწესა, ხოლო ამის პარალელურად გასულ თვეს ტერ ორგანიზაციათა სიაში შეიყვანა ირანის რევოლუციური გვარდიის კორპუსი, რის საპასუხოდ ირანის პრეზიდენტმა ჰასან რუჰანიმ მიმდინარე წლის 8 მაისს განაცხადა, რომ ბირთვული პროგრამის ნაწილობრივ აღდგენა დაიწყეს და თუ 60 დღის განმავლობაში მისი ინტერესების დამცველ ზომებს არ მიიღებენ, მაშინ, ისევ დაიწყებენ გამდიდრებული ურანიუმის წარმოებას. მხარეებს შორის ასეთი მუქარის შემცველი განცხადებების გავრცელების კვალდაკვალ, ვითარება ირანსა და აშშ-ს შორის ძალზედ დაიძაბა



მსგავსი ინფორმაციები