ბრაზილიაში შეიარაღებული თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა

ბრაზილიაში ერთ-ერთ ბარში მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა

1204682
ბრაზილიაში შეიარაღებული თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა

ბრაზილიაში ერთ-ერთ ბარში მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა.

პოლიციის განცხადებით, ქვეყნის ჩრდილოეთ შტატის პარას დედაქალაქ ბელემში ერთ-ერთ ბარზე სამი ავტომობილითა და ერთი მოტოციკლით მისულმა პირებმა შეიარაღებული თავდასხმა მოაწყვეს.   

უფლებამოსილთა თქმით, თავდასხმის შედეგად 11 პირი, მათგან 6 ქალი დაიღუპა და მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

ბრაზილიის სახელმწიფოს მეთაურმა ჟაირ ბოლსონარომ იანვარში, ქვეყანაში, სადაც მკვლელობის მაჩვენებელი მაღალია, ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითაც იარაღის შეძენა მარტივდება.

პრეზიდენტის განკარგულების მიხედვით, ბრაზილიაში იარაღის შეძენისათვის მიმართვის დროს საჭიროების მიზეზის დასახელება სავალდებულო აღარ არის და რეგისტრაციის განახლების ვადა 5-დან 10 წლამდე გაიზარდა.



მსგავსი ინფორმაციები