ავსტრიის სკოლებში მუსლიმანური თავსაბური აიკრძალა

პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტი ავსტრიელმა მუსლიმებმა გააპროტესტეს

1202699
ავსტრიის სკოლებში მუსლიმანური თავსაბური აიკრძალა

ავსტრიაში რადიკალი მემარჯვენე მთავრობის მიერ დაწყებით სკოლებში მუსულმანური თავსაბურავის (ჰიჯაბი) ტარების აკრძალვის შესახებ მომზადებული კანონპროექტი დამტკიცდა. რადიკალი მემარჯვენე მთავრობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს მხარი დაუჭირეს მმართველმა სახალხო პარტიამ   და თავისუფლების პარტიამ,  ხოლო წინააღმდეგ  ხმა მისცა თითქმის ყველა ოპოზიციურმა პარტიამ. ოპოზიციური პარტიები კი აცხადებენ, რომ აღნიშნული კანონპროექტი ინტეგრაციას კი არ შეუწყობს ხელს, არამედ საზოგადოებაში რადიკალიზმს გააღვივებს. ადგილობრივი მედიის  ვარაუდით ოპოზიციურმა პარტიებმა ან არასამთავრობო ორგანიზაციებმა  კანონი შეიძლება საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრონ.

პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტი ავსტრიელმა მუსლიმებმაც გააპროტესტეს.



მსგავსი ინფორმაციები