სერიული თავდასხმები ხალხმრავალ ადგილას
დაიღუპა 4, დაიჭრა 20 კაცი
1200609
ავღანეთში, გუშინ საღამოს, იფთარის დროს ზედიზედ განხორციელებული 4 ბომბიანი აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, 20 დაიჭრა. ნანგარჰარის გუბერნატორის პრეს სპიკერმა განაცხადა რომ, ეს აფეთქებები ქალაქ ჯელალაბადის ყველაზე ხალხმრავალ პროსპექტად მიჩნეულ ტალასში განხორციელდა და 20 დაჭრილიდან ოთხის მდგომარეობა მძიმეა, ამიტომაც დაღუპულთა რაოდენობაში ზრდას ელიან. მისივე თქმით, ამ თავდასხმებზე პასუხისმგებლობა ჯერ ჯერობით არავის აუღია