ბურკინა-ფასოში კათოლიკურ ეკლესიაზე თავდასხმის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა

ბურკინა-ფასოში ერთ-ერთ კათოლიკურ ეკლესიაზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა

1199913
ბურკინა-ფასოში კათოლიკურ ეკლესიაზე თავდასხმის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა

ბურკინა-ფასოში ერთ-ერთ კათოლიკურ ეკლესიაზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა.

ადგილობრივი პრესის ცნობით, პროვინცია სანმატენგას დაბა დაბლოში შეიარაღებული პირები კათოლიკურ ეკლესიაში კვირის წირვის დროის შეიჭრნენ.

თავდამსხმელებმა მრევლს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც 7 ადამიანი დაიღუპა.

ქვეყნის ჩრდილოეთში მდებარე პროვინცია სოუმის დაბა სილგადიში 28 აპრილს პროტესტანტების ეკლესიაზეც მოხდა თავდასხმა, რასაც 5 ადამიანი ემსხვერპლა.

ბურკინა-ფასოში ტერორისტული აქტების მოწყობა 2015 წლიდან დაიწყო. თავდაპირველად ქვეყნის ჩრდილოეთსა და საჰელის რეგიონებში დაიწყო ტერაქტების ინტენსიურად მოწყობა, შემდეგ კი დასავლეთისკენ და ცენტრალური ნაწილებისკენ გადაინაცვლა.  

ოფიციალური მონაცემებით ბოლო 4 წელიწადში ტერაქტების შედეგად 400-მდე ადამიანი დაიღუპა.

ქვეყნის 13 რეგიონიდან შვიდში 1 იანვრიდან საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.


საკვანძო სიტყვები: #ბურკინა-ფასო , #ტერაქტი , #ეკლესია

მსგავსი ინფორმაციები