თავდასხმა მშვიდობიან მოსახლეობაზე
დაიღუპა 4 კაცი
ნიგერის ჩრდილო-აღმოსავლეთში, რადიკალური ტერ ორგანიზაცია ბოკო ჰარამის მიერ განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმის შედეგად 4 სამოქალაქო პირი დაიღუპა, ხოლო 5 კი გატაცებულ იქნა. ეროვნული პრესის მხრიდან გავრცელებული ინფორმაციით, რომელიც ეყრდნობა ქვეყნის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, ტერორისტებმა სისხლიანი თავდასხმა განახორციელეს ნიგერიის ბორნოს პროვინციის ნჯიმტილოს დასახლებაში და ათობით ადამიანიც დაჭრეს. ამ ქვეყნიდან მიღებული მეორე ინფორმაციით კი, რომელიც ნიგერიის არმიის პრეს წარმომადგენელმა გაავრცელა, იმავე ბორნოს პროვინცია გულვას დასახლებაში მორიგი შეტაკება წარმოიშვა ბოკო ჰარამის ბოევიკებთან და 7 მათგანის ლიკვიდირება მოახდინეს, მრავალიც დაჭრეს, რომლებმაც გაქცევა შესძლეს, თუმცა მათი კუთვნილი მრავალი იარაღი ხელთ იგდეს. 2009 წლიდან მოყოლებული ხსენებული ტერ ორგანიზაციის თავდასხმებს ნიგერიაში 20 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა
მსგავსი ინფორმაციები
სამხრეთ კორეაში პრეზიდენტის პოსტიდან გადაყენებული იუნ სუკ იოლი დააკავეს
სამხრეთ კორეაში პრეზიდენტის პოსტიდან გადაყენებული იუნ სუკ იოლი დააკავეს