ანგელა მერკელი ირანის ბირთვულ საკითხთან დაკავშირებით შეფასებას აკეთებს

ანგელა მერკელი ირანის ბირთვულ საკითხთან დაკავშირებით შეფასებას აკეთებს

1198531
ანგელა მერკელი ირანის ბირთვულ საკითხთან დაკავშირებით შეფასებას აკეთებს

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ ირანთან მიღწეული ბირთვული შეთანხმება ყველა მხარისათვის სასარგებლო იყო, ამიტომ თეირანმა სამომავლოდ  თუ როგორ უნდა იმოქმედოს, კარგად უნდა დაფიქრდეს. მერკელმა,  რუმინეთის ქალაქ, სიბიუში გამართულ ევროკავშირის ლიდერების არაოფიციალური სამიტის დასრულების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა რა დროსაც აღნიშნა, რომ სამიტზე სხვადასხვა საკითხები მათ შორის ირანის თემაც  განიხილეს. მერკელის თქმით, ირანთან მიმართებაში ისრაელის, სირიის და იემენის პოლიტიკის გამო აზრთა სხვადასხვაობა გააჩნიათ მაგრამ, რაც შეეხება ბირთვული იარაღის საკითხს, მოლაპარაკებების გზით  მოგვარების მომხრენი არიან. „ბირთვული შეთანხმება ყველ მხარისათვის სასარგებლო იყო. ამიტომ ირანს მოვუწოდებ, სამომავლოდ გადასადგმელ ნაბიჯებზე კარგად დაფიქრდეს. ჩვენ, მათთან საკითხის დიპლომატიური გზით მოგვარების მომხრენი ვართ. საკითხთან დაკავშირებით, აშშ-სთან  აზრთა სხვადასხვაობა გაგვაჩნია  მაგრამ, ევროკავშირის ამ საკითხთან დაკავშირებით  ერთიანი პოზიცია  უფრო მნიშვნელოვანია,“ განაცხადა გერმანიის კანცლერმა.



მსგავსი ინფორმაციები