ამერიკამ ახალი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა

"Minuteman III" საკონტინენტთაშორისო ბალისტიკურ რაკეტას წარმოადგენს

1198603
ამერიკამ ახალი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა

 

აშშ-ის საჰაერო ძალების გლობალური თავდასხმის  სარდლობიდან გავრცელებული წერილობითი განცხადების თანახმად, მათ კალიფორნიის ვანდერბერგის საჰაერო ბაზიდან "Minuteman III" სახელწოდების საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა გამოსცადეს, რომელსაც არ გააჩნია ბირთვული იარაღის მატარებელი ქობინა, მაგრამ, სამაგიეროდ, გააჩნია ისეთი ტესტი მანქანა, რომელიც უზრუნველყოფს ხსენებული რაკეტის ატმოსფეროში დაბრუნებას. “ეს ექსპერიმენტი 2 კვირაა რაც გრძელდება და მიზნად ისახავს აშშ-ს ბირთვული შემაკავებელი ელემენტების მზადყოფნას თანამედროვე, ძლიერი და მოქნილი, მოკლედ, 21-ე საუკუნის ყველაზე საფრთხის შემცველი იარაღებისათვის ეფექტური წინააღმდეგობის გაწევისათვის“, აღნიშნულია ამ განცხადებაში. მინიატემენ III-ზე დამაგრებულმა საცდელმა მანქანამ კი მარშალის კუნძულების თავზე 4 ათასი მილიანი (6759 კმ) მანძილი დაფარა, რაც ასევე წარმატებაში ჩაითვალა. ამავე განცხადებით, ეს ტესტი  არ არის მიმართული რომელიმე ქვეყნის ან რეგიონის წინააღმდეგ. აშშ-ი ყოველწლიურად, 4 ან 5 ასეთ სარაკეტო ტესტებს ატარებენ



მსგავსი ინფორმაციები