სელმან ბინ აბდულაზიზი სი ძინპინს ტელეფონით ესაუბრა

სელმან ბინ აბდულაზიზი სი ძინპინს ტელეფონით ესაუბრა

1198388
სელმან ბინ აბდულაზიზი სი ძინპინს ტელეფონით ესაუბრა

საუდის არაბეთის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო,  SPA-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მეფე  სელმან ბინ აბდულაზიზი ჩინეთის სახელმწიფო მეთაურ, სი ძინპინს ტელეფონით ესაუბრა. სატელეფონო საუბრის დროს რეგიონალური და საერთაშორისო საკითხები იქნა განხილული. ჩინეთის პრეზიდენტმა სატელეფონო საუბრის დროს,  მეფე სელმან ბინ აბდულაზიზს როგორც საერთაშორისო ასევე რეგიონალურ საკითხებთან დაკავშირებით მჭიდრო თანამშრომლობა შესთავაზა. სიმ,  საუდის არაბეთის 2020 წლისათვის G20-ს სამიტის მასპინძლობაზეც გაამახვილა ყურადღება და დასძინა, რომ ეს შანსი ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებისათვის შესაძლოა მნიშვნელოვანი ნაბიჯი გახდეს.



მსგავსი ინფორმაციები