იასერ მურთაჯას  დედა  მადონას მოუწოდებს

მკვლელების სცენაზე არ იმღერო

1197865
იასერ მურთაჯას  დედა  მადონას მოუწოდებს

პალესტინელი ჟურნალისტის იასერ მურთაჯას,  რომელსაც ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ღაზაში მასობრივი დემონსტრაციისას ესროლეს და მოკლეს, მისი დედა მადონას მოუწოდებს, რომ ისრაელში გასამართ ევროვიზია 2019-ის ფინალში არ იმღეროს. იასერ მურთაჯას   დედა მადონას ამ სიტყვებით მიმართავს: „ქალბატონო მადონა, მე ნამდვილად არ მიცნობ მაგრამ, ვიცი, რომ ჩემ შვილ იასერს იცნობ. მის შესახებ აუცილებლად გსმენია რაიმე ინფორმაცია. შეიძლება შენთვისაც დაუჯერებელი იყო რაც მოხდა. იასერის მოკვლიდან ერთი წელი გავიდა მაგრამ, მე ჯერ კიდე ვერ ვიჯერებ რაც მოხდა. გთხოვ, ‘მკვლელების სცენაზე არ იმღერო’.  მე მჯერა, რომ სანამ ისრაელში გაემგზავრები, მოკლული დედის ტკივილს მცირედ  მაინც იგრძობ,“ ნათქვამია  იასერ მურთაჯას   დედის მიერ მადონასთვის მიწერილ წერილში. შეგახსენებთ, რომ პალესტინელი 30 წლის ჟურნალისტი იასერ მურთაჯა 2018 წლის 7 აპრილს პალესტინელების მიერ ღაზის საზღვართან გამართული „დიდი დაბრუნების მარში“-ს აქციის დროს ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა მოკლეს.



მსგავსი ინფორმაციები