მაკრონმა იაგლანდი მიიღო

“მე მინდა რუსეთი ევროპის საბჭოში დარჩეს“

1196401
მაკრონმა იაგლანდი მიიღო

 

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ელისეის სასახლეში მოუწყო შეხვედრა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივან ტორბიორნ იაგლანდს, რის დასრულების შემდეგ მათ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს და მასზე მაკრონმა ევროპის საბჭოს 70 წლის იუბილე მიულოცა რა, თქვა, რომ სურს რუსეთს ევროპის საბჭოში დარჩენა, რადგან, ევროპის საბჭოსა და რუსეთს ერთმანეთი სჭირდებათ. მანვე ორივე მხარეს მოუწოდათ, შეასრულონ ერთმანეთის წინაშე აღებული თავიანთი ვალდებულებები. იაგლანდმა ევროპის საბჭოს 70 წლისთავის აღნიშვნის გამო დიდი სიამოვნება გამოხატა და ხაზი გაუსვა, რომ ევროპის საბჭო და ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო მნიშვნელოვან როლს ასრულებენ რეგიონში. როგორც ცნობილია, მოსკოვის მიერ 2014 წელს ყირიმის ოკუპაციის გამო, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის დელეგაციას ხმა ჩამოერთვა, რის საპასუხოდაც, რუსეთმა უარი თქვა 33 მილიონი ევროს ოდენობის საწევროს შეტანაზე, ხოლო ამის პარალელურად, 2016 წლიდან შეწყვიტა ხსენებულ ორგანიზაციის შეკრებებზე დელეგაციის გაგზავნა



მსგავსი ინფორმაციები