კატარი პალესტინელებს 480 მილიონი დოლარს გამოუყოფს

კატარი პალესტინელებს 480 მილიონი დოლარს გამოუყოფს

1196833
კატარი პალესტინელებს 480 მილიონი დოლარს გამოუყოფს

კატარი, შეიხ,  თემინ ბინ ჰამედ ელ სანის განკარგულებით, ოკუპირებულ იორდანეს დასავლეთ სანაპიროსა და ღაზაში მცხოვრებ პალესტინელებისთვის  480 მილიონ დოლარს გამოუყოფს. კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული დახმარება,  კატარელი და პალესტინელი ხახის ძმობიდან გამომდინარე განხორციელდა. მათივე განცხადებით, პალესტინის ადმინისტრაცია 300 მილიონ დოლარს ჯანდაცვის და განათლების სექტორებისთვის მიიღებს, 180 მილიონი დოლარი კი ჰუმანიტარული ინიციატივებისთვის, ელექტროენერგიის და გაეროს პროგრამებისთვის იქნება გათვალისწინებული. კატარი ასევე საერთაშორისო საზოგადოებებს მოუწოდებს არსებული კრიზისული მდგომარეობიდან გამომდინარე პალესტინელებს დახმარება გაუწიონ.

მეორეს მხრივ,  ღაზის სექტორში, ჰამასის ბიუროს  ხელმძღვანელმა ისმაილ ჰანიემ საკითხთან დაკავშრებით წერილობითი განცხადება გაავრცელა და გაწეული დახმარებისათვის კატარს მადლობა გადაუხადა.



მსგავსი ინფორმაციები