ჩრდილოეთ მაკედონიას ახალი პრეზიდენტი ჰყავს

ჩრდილოეთ მაკედონიას ახალი პრეზიდენტი ჰყავს

1196053
ჩრდილოეთ მაკედონიას ახალი პრეზიდენტი ჰყავს

ჩრდილოეთ მაკედონიაში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მაკედონიის სოციალ დემოკრატიული ერთობის (SDSM) კანდიდატმა სტევო პენდაროვსკიმ გაიმარჯვა.

დედაქალაქ სკოპეში მდებარე პარტიის ცენტში გამართულ პრესკონფერენციაზე სიტყვით გამოსულმა პენდაროვსკიმ განაცხადა, რომ იგი ყველას პრეზიდენტი იქნება და ხალხმა ამ არჩევნებზე ერთად წინ სვლის გადაწყვეტილება მიიღო.

„იმისათვის რომ ყველას პრეზიდენტი ვიყო, ვინც პასუხიმგებლობა და მოვალეობა მომცა, ყველა მოქალაქეს მაკედონიელს, ალბანელს, თურქს, სერბს, რუმინელს, ბოსნიელს და სხვებს მადლობას მოვახსენებ, ყველას პრეზიდენტი ვიქნები“- განაცხადა ჩრდილოეთ მაკედონიის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა.  

პენდაროვსკის თქმით, არჩევნების შედეგებით გარანტირება მოხდა იმ გზისა, რომელსაც ქვეყანა ევროკავშირთან და ნატო-სთან ერთად ეკონომიკურად განვითარებული მსოფლიოსკენ მიჰყავს და დემოკრატიულ არჩევნებში მონაწილეობისა და თავიანთი წვლილის შტანისათვის მადლობა გადაუხადა დანარჩენ კანდიდატებს გორდანა სილიანოვსკა დავკოვას და ბლერიმ რეკას.  

პრემიერმინისტრმა ზორან ზაევმაც განაცხადა, რომ წარმატებული და დემოკრატიული არჩევნები ჩატარდა და ევროპელი პრეზიდეტნი აირჩიეს. „შედეგი იმის დასტურია, რომ კიდევ უფრო გავიზარდეთ, გადაწყვტილებას პასუხისმგებლობით ვიღებთ და ვიმსახურებთ წინსვლას. ჩვენი ადგილი ნატოსა და ევროკავშირშია“ - აღნიშნა ზაევმა.

სახელმწიფო საარჩევნო კომისიის მეირ გამოქვეყნებული არაოფიციალური მონაცმებით, პენდაროვსკიმ ხმების 51,66% მიიღო.

მთავარი ოპოზიციური შიდა მაკედონიის რევოლუციური ორგანიზაცია-მაკედონიის ეროვნული დემოკრატიული კავშირის VMRO-DPMNE ლიდერობით შექმნილი ალიანსის მიერ მხარდაჭერილმა გორდანა სილიანოვსკა დავკოვამ კი ხმების მხოლოდ 44,73% მოაგროვა.



მსგავსი ინფორმაციები