სატტერფილდმა პირველ კენჭისყრაზე დადებითი ხმები მიიღო

მის კანდიდატურას კენჭი ეყრება სენატის ასამბლეაზეც

1194263
სატტერფილდმა პირველ კენჭისყრაზე დადებითი ხმები მიიღო

 

აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ თურქეთის ახალ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად წარდგენილმა  დევიდ სატტერფილდმა, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის კენჭისყრაზე ხმის უმრავლესობა მოიპოვა და თუ იგი სენატის გენერალურ ასამბლეაზეც ადექვატურ მხარდაჭერას მიიღებს, მაშინ, იგი ანკარაში ამერიკის ახალი ელჩი გახდება.

ეს პიროვნება არის ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დონის დიპლომატი.

1954 წელს დაბადებული სატტერფილდი, 1980 წლიდან დაწყებული, სხვადასხვა რანგის დიპლომატიურ თანამდებობებზე მუშაობდა ახლო აღმოსავლეთში, ხოლო ამჟამად კი, ახლო აღმოსავლეთის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველს წარმოადგენს და რამდენჯერმე დამკვირვებლის სახით მონაწილეობა მიიღო ასტანის სამშვიდობო პროცესის ეგიდით ჩატარებულ შეკრებებში.

დონალდ ტრამპმა 2017 წელს, თურქეთის ელჩი ჯონ ბასი, ავღანეთში ელჩად მიავლინა და მას შემდეგ ეს თანამდებობა ვაკანტური იყო რა, ტრამპმა სატტერფილდის კანდიდატურა 16 თებერვალს წარადგინა



მსგავსი ინფორმაციები