თავდასხმა უსაფრთხოების ძალების სატვირთო მანქანაზე
თავდასხმა მაოისტებმა განახორციელეს
1193287
ინდოეთში უსაფრთხოების ძალების სატვირთო მანქანაზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად ბოლო მონაცემებით 15 სამართალდამცველი დაიღუპა. თავდასხმა, მაჰარაშტრას შტატში მაოისტებმა განახორციელეს. გზის პირას დამონტაჟებული ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა მაშინ ამოქმედდა, როდესაც მაგისტრალზე უსაფრთხოების ძალების სატვირთო მანქანა გადიოდა. დაახლოებით ორი კვირის წინ, ინდოეთში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობისას მეამბოხე მაოისტებმა სერიული თავდასხმები განახორციელეს მაგრამ, ამას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ინდოეთის უსაფრთხოების ძალებმა გასული წლის აპრილის თვეში მთელი ქვეყნის მასშტაბით მეამბოხე მაოისტების წინააღმდეგ მასშტაბური ოპერაციები ჩაატარეს, რომლის დროსაც 40-მდე მეამბოხე მოკლეს.