შეიარაღებული თავდასხმა პოლიციის განყოფილებაზე

დაიღუპა 8, დაიჭრა 5 პოლიციელი

1191201
შეიარაღებული თავდასხმა პოლიციის განყოფილებაზე

 

ავღანეთში, შეიარაღებული თალიბანები თავს დაესხნენ  გორის პროვინციაში მდებარე პოლიციის განყოფილებას და წარმოქმნილ შეტაკებაში 8 პოლიციელი დაიღუპა. გორის პროვინციის გუბერნატორის მოადგილემ, ჰაბიბულა რადმანიშმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თალიბანის ბოევიკები, გორის პროვინციის ბანდ-ბეიანის რაიონის ტერიტორიაზე მდებარე პოლიციის განყოფილებას დაესხნენ თავს და შესძლეს მისი მცირე ხნით კონტროლზე აყვანა, მაგრამ, მათ შეტაკების ადგილს უსაფრთხოების ძალების დამატებითი რაზმები მიავლინეს და უკუაგდეს რა თალიბანები, ათობით მათგანს ლიკვიდაცია გაუკეთეს, თუმცა მათთან ბრძოლაში გმირულად დაიღუპა 8 პოლიციელი, ხოლო 5 კი დაიჭრა, რომლებიც ახლომდებარე საავადმყოფოებში გადაიყვანეს. თვით თალიბანებს კი  ამ თავდასხმასთან დაკავშირებით რაიმე ინფორმაცია არ გაუვრცელებიათ



მსგავსი ინფორმაციები