ვენესუელელები მძიმე ეკონომიკურ პირობებს გაურბიან

კარიბის ზღვაში 23 მიგრანტი  დაიხრჩო

1190495
ვენესუელელები მძიმე ეკონომიკურ პირობებს გაურბიან

 

კარიბის ზღვაში, ვენესუელადან უკანონო მიგრანტების გადამყვანი ნავის ჩაძირვის შედეგად 23 ადამიანი დაიღუპა. ვენესუელის მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყნის ჩრდილოეთში მდებარე საზღვაო ქალაქ გუირიადან ტრინიდადა და ტობაგომდე მიმავალი ნავი, რომელსაც 35-ზე მეტი უკანონო მიგრანტი გადაჰყავდა, ზღვაში გასვლიდან ცოტა ხნის შემდეგ ჩაიძირა. ადგილზე მისულმა სანაპირო დაცვის ეკიპაჟებმა საძიებო სამუშაოების დროს 23 დამხრჩვალი კაცის გვამი აღმოაჩინეს, ხოლო ორი კაცის გადარჩენა კი შესძლეს. ვენესუელაში მძიმე ეკონომიკური პირობებია და მოსახლეობა მასიურად ტოვებს ამ ქვეყანას



მსგავსი ინფორმაციები