ნურ სულთანი სირიის სამიტს მასპინძლობს
გარანტორი ქვეყნები სირიის ოპოზიციის და ხელისუფლების წარმომადგენლებს ხვდებიან
ყაზახეთის დედაქალაქ ნურ სულთანში სირიის გარანტორი ქვეყნების, თურქეთის, რუსეთის და ირანის წარმომადგენლების რიგით მე-12 შეხვედრა მიმდინარეობს და მის ფარგლებში ისინი სამხედრო ოპოზიციის და ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დელეგაციასთან ორმხრივ და სამმხრივ მოლაპარაკებებს აწარმოებენ.
შეხვედრაზე, რომელზეც გაეროს და იორდანიის წარმომადგენლები დამკვირვებლის სახით იღებენ მონაწილეობას, იდლიბის პროვინციაში მიმდინარე შეტაკებების, მიგრანტების სამშობლოში დაბრუნების, სამოქალაქო ომის შემდგომი ინფრასტრუქტურული ღონისძიებების და სხვა საკითხებიც განიხილება.
თურქეთის დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სედათ ონალი, რუსეთისას პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის სპეციალური წარმომადგენელი სირიაში ალექსანდრე ლავრენტიევი და ირანისას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალი ასკარ ხადჟი ხელმძღვანელობენ.
სირიის გარანტორ ქვეყნებს თურქეთს, რუსეთსა და ირანს შორის მოლაპარაკებები ასტანის ფორმატში 2017 წლის აქეთ ტარდება
მსგავსი ინფორმაციები
ისრაელის თავდასხმები ცეცხლის შეწყვეტის მიუხედავად: დაღუპულია 38 ადამიანი
ისრაელის თავდასხმები ცეცხლის შეწყვეტის მიუხედავად: დაღუპულია 38 ადამიანი