აქტუალური თემის ანალიზი 17

შრი ლანკას ტარანტიზმი

1189255
აქტუალური თემის ანალიზი 17

 

ახალ კვირა,  ახალი ტერორისტული თავდასხმით დავიწყეთ.  სერიული ტერორისტული თავდასხმები ამჯერად ინდოეთის მეზობელ შრი-ლანკაში, კონკრეტულად კი მის დედაქალაქ კოლომბოში და კიდევ სამ ქალაქში მდებარე სამ ეკლესიაში მიმდინარე სააღდგომო წირვის დროს და კიდევ ოთხ სასტუმროზე განხორციელდა, რომლის დროსაც 300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა,  500-ზე მეტი დაიჭრა. ამ თავდასხმაზე ჯერ ჯერობით არავინ აიღო პასუხისმგებლობა. ახლა ამ საკითხთან დაკავშირებით გთავაზობთ ანკარის ილდირიმ ბეიაზეთის სახელობის უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ქუდრეთ ბულბულის მასალას, რომელშიც იგი წერს...

შრი ლანკა და შიდა შეტაკებები

ამ თავდასხმების გამო, შრი-ლანკის ხალხი დიდ მწუხარებაშია, დაღუპულებს გლოვობს და დღეს, მთელი მსოფლიო საზოგადოებრიობის შრი-ლანკელებთან სოლიდარობისა და თანადგომის დღეა. უკვე ცნობილი გახდა, რომ დაღუპულთაგან 36 უცხოეთის მოქალაქეა და მათგან ორი თურქია. თავდასხმების შემდეგ, ხელისუფლებამ კომენდანტის საათი გამოაცხადა, ხოლო ამის პარალელურად ყველანაირი სოციალური მედია კომუნიკაციებიც შეაჩერა. შრი-ლანკი არის დაახლოებით 22 მილიონი მოდსახლეობის მქონე კუნძული სახელმწიფო, რომლის მოსახლეობის 70% ბუდისტებისგან შედგება, 12% ინდუსებისგან,  9% მუსლიმებისგან და 6% კათოლიკე ქრისტიანებისგან შესდგება. 1983-2009 წლებში, შრი-ლანკა განიცდიდა სამოქალაქო ომს ბუდისტ სინგჰებსა და ინდურ თემებს შორის. ეს სამოქალაქო ომი 2009 წელს ხელისუფლების ძალების გამარჯვებით დასრულდა. შრი-ლანკაში დრო და დრო ბუდისტები ქრისტიანებსა და მუსულმანებზე თავდასხმებს ახორციელებენ. ასე რომ, ამ ბოლო დროს ბუდისტებმა  ეკლესიებზე 26 თავდასხმა განახორციელეს, ხოლო 2013 წელს მათვე თავდასხმას 40 მუსლიმანი ემსხვერპლა

მსოფლიო საზოგადოების რეაქცია შრი ლანკის თავდასხმაზე

მსოფლიო ლიდერებმა, რომლებმაც დაახლოებით ერთი თვის წინ ჩუმად დარჩნენ და არ დაგმეს ახალი ზელანდიის ტერაქტი და არც ტერორისტული უწოდიათ მისთვის იმის გამო რომ თავდამსხმელი ქრისტიანი იყო, ახლა ხმამაღლა დაგმეს შრი ლანკის  თავდასხმა და ასეც უნდა ყოფილიყო, მაგრამ, ასეთი პოზიცია არ დაუკავებიათ ახალი ზელანდიის ტერაქტზე. იმედი გვაქვს, რომ დასავლეთის ასეთი პოზიცია და დამოკიდებულება აისახება ყველა სახის თავდასხმაზე და უფრო მეტ თანამშრომლობაა გამოიჩენენ ანტიტერორისტულ ბრძოლაშიც

სხვა ლიდერების მსგავსად, შრი ლანკის ტერაქტები მკაცრად დაგმო თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ თაიპ ერდოღანმაც, რომელმაც სამძიმარი გამოუცხადა დაღუპულების ოჯახებს, ხოლო დაჭრილებს კი მალე გამოჯანმრთელება უსურვათ. მისივე თქმით ეს თავდასხმა მთელ კაცობრიობაზე განხორციელებული თავდასხმაა და ყველანაირი ტერორის წინააღმდეგ უნდა გაერთიანდეს მთელი მსოფლიო საზოგადოებრიობა

შრი ლანკის ტარანტიზმი

ძალზედ საყურადღებოა, რომ ახალ ზელანდიაში, მეჩეთებში მლოცველ უდანაშაულო მუსლიმანებზე განხორციელებული ტერაქტიდან 1 თვის შემდეგ, ასეთივე ტარაქტები განხორციელდა შრი ლანკაში, პასკალიის აღდგომისათვის შეკრებილ უდანაშაულო ქრისტიანებზე. ამ ციკლური პროგრამის წინა ნომერში ვწერდი, რომ ახალი ზელანდიის ხოცვა-ჟლეტის მიზეზების შესახებ მანიფესტის გამოქვეყნებით ამცნო საზოგადოებრიობას თავდასხმის განმხორციელებელმა ბრენტონი ტარანტინმა და იგი თეთრ რასისტულ ტერაქტად მოვნათლეთ რა, მას ტარანტიზმი ვუწოდეთ, რადგან, თუ სახელმწიფო რასიზმს ფაშიზმს, ეროვნულ რასიზმს ნაციზმს და რელიგიურ რასიზმს სიონიზმს ვუწოდებთ, მაშინ, თეთრი რასიზმისათვისაც რაიმე განმარტება უნდა მიგვეცა.

მოკლედ, შრი-ლანკაზე განხორციელებული თავდასხმა რა სახელითაც, რა მიზნითაც და ვის მხრიდანაც არ უნდა იყოს განხორციელებული, ახალ ზელანდიაში განხორციელებული თავდასხმის მსგავს ტარანტიზმს შეიცავს და მათ შორის რაიმე განსხვავება არ უნდა ვეძიოთ. ეს ორივე თავდასხმა მკაცრად უნდა დაიგმოს და მისი განმახორციელებლები კი მკაცრად უნდა დაისაჯონ

 მოწოდება სამართლიანობისათვის

ჩვენს ეპოქაში ტერაქტები ხორციელდება  ისლამის, ქრისტიანობის, იუდაიზმის, ბუდიზმის, სეკულარიზმის ან სხვა რელიგიის თუ იდეოლოგიის სახელით. მაგრამ, არც ერთ ტერაქტს არ შეიძლება გააჩნდეს რაიმე გამამართლებელი მიზეზი. თუმცა, ჩვენ იმასაც ვხედავთ რომ ტერორიზმი უფრო ხშირად გამოიყენება უსამართლობის განცდის დროს. არც იმას გამოვრიცხავთ, რომ სამართლიანობის აღდგენის დროსაც შეიძლება ტერორისტული თავდასხმები მოხდეს. ყოველ შემთხვევაში, მიგვაჩნია, რომ ტერორიზმისთვის ანტიდოტი, რომელიც მის მინიმიზაციას გამოიწვევს, მხოლოდ სამართლიანობაა. აქედან გამომდინარე, პირველი, რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ, არის სამართლიანობის ძიება, რაც ხელს შეუშლის ხალხს რადიკალიზმისკენ, რადგან, თუ ხალხის რადიკალიზაცია ხდება, მაშინ, მათ შეუძლიათ თავიანთი რელიგიებისა და იდეოლოგიების მეშვეობით ტერორიზმის გამართლება. ასე რომ, უპირველეს ყოვლისა, ჩვენ რადიკალიზმის რესურსები უნდა გავახმოთ და არ უნდა დავუშვათ ადამიანებში ტერორის წარმოქმნის იდეების გავრცელება. მოკლედ, გლობალურ დონეზე სამართლიანობის მისაღწევად, რადიკალიზმი არ უნდა გაქრისტიანდეს, არც უნდა გამუსლიმდეს, არც უნდა გაბუდიზმდეს ან გაებრაელდეს.

ამასთან, თუ გლობალურ დონეზე არ შევეცდებით სამართლიანობის ძიება-დამკვიდრებას და მხოლოდ საკუთარი ერისა და საკუთარი ქვეყნის სამართლიანობის ძიებას გავაგრძელებთ, მაშინ, ვშიშობ, რომ ჩვენი სამყარო სულ უფრო დაუცველი გახდება.

კაცობრიობამ გლობალურ დონეზე მკაცრად დაგმო 11 სექტემბრის, პარიზის, ბრიუსელის, ანკარის, სტამბოლის, ახალი ზელანდიის თუ შრი ლანკის თავდასხმები და ტერორიზმის წინააღმდეგ ერთ მუჭად შეიკრა რა, აჩვენა, რომ სადაც არ უნდა მოხდეს ასეთი ტერაქტები, რასაც ფაქტიურად უდანაშაულო ადამიანები ეწირებიან, ერთად დგანან და სოლიდარობას უცხადებენ განურჩევლად, ერისა, მრწამსისა, რელიგიისა, ქვეყნისა და ხალხისა.

აქედან გამომდინარე, ერთის მხრივ, ჩვენ სამართლიანობის  ძალისხმევა უნდა გავზარდოთ, მეორე მხრივ, ტერორიზმის ყველანაირი გამოვლინების წინააღმდეგ ხმა უნდა ავიმაღლოთ და არ უნდა გავყოთ ტერორი რელიგიებისა თუ ქვეყნების კატეგორიებად, წინააღმდეგ შემთხვევაში მას ვერსად ვერ დავამარცხებთ, წერს ანკარის ილდირიმ ბეიაზეთის სახელობის უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ქუდრეთ ბულბული

                                       



მსგავსი ინფორმაციები