აფეთქება ქვანახშირის მაღაროში

დაიღუპა 7 მეშახტე

1188350
აფეთქება ქვანახშირის მაღაროში

 

ავღანეთის ჩრდილოეთში მდებარე სამანგანის პროვინციის დერეი სულ ბალას რაიონში მოქმედ ქვანახშირის მაღაროში მომხდარი აფეთქების შედეგად, შვიდი მაღაროელი დაიღუპა. ამის შესახებ ჟურნალისტებთან გამართულ პრეს კონფერენციაზე განაცხადა სამანგანის პროვინციის პრეს წარმომადგენელმა და თქვა, რომ აფეთქება, მეთანის გაზის გაჟონვის შედეგად წარმოიქმნა. სხვათა შორის, ამავე რაიონში, დაახლოებით ორი კვირის წინ, იგივე მეთანის გაჟონვის შედეგად წარმოქმნილ აფეთქებას 6 მაღაროელი ემსხვერპლა



მსგავსი ინფორმაციები