უკრაინის მოსახლეობა მომავალ   პრეზიდენტს ირჩევს

მეორე ტურში    მოქმედი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო და ცნობილი მსახიობი და კომიკოსი ვლადიმერ ზელენსკი ასპარეზობენ

1187259
უკრაინის მოსახლეობა მომავალ   პრეზიდენტს ირჩევს

დღეს,   უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. უკრაინაში 31 მარტს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში 50+1 ხმა ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო რა, მეორე ტურში ყველაზე მეტი ხმის მიმღები ორი კანდიდატი  გადავიდა. მეორე ტურში    მოქმედი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო და ცნობილი მსახიობი და კომიკოსი ვლადიმერ ზელენსკი გავიდნენ. მთელი ქვეყნის მასშტაბით  29 ათას 982  საარჩევნო უბანი ადგილობრივი დროით 08:00 საათზე გაიხსნა. უკრაინელ ამომრჩევლებს ხმის მიცემა ადგილობრივი დროით 20:00 საათამდე შეეძლებათ. ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით  30 მილიონ 311 ათასი ამომრჩეველია რეგისტრირებული.



მსგავსი ინფორმაციები