ჩრდილოეთ მაკედონიაში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

ჩრდილოეთ მაკედონიაში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

1187328
ჩრდილოეთ მაკედონიაში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

ჩრდილოეთ მაკედონიაში დაახლოებით ორ მილიონამდე ამომრჩეველი დღეს ახალ პრეზიდენტს აირჩევს.  მთელი ქვეყნის მასშტაბით  3 ათას 480  საარჩევნო უბანი ადგილობრივი დროით 07:00 საათზე გაიხსნა. ჩრდილოეთ მაკედონელებს  ხმის მიცემა ადგილობრივი დროით 19:00 საათამდე შეეძლებათ. ჩრდილოეთ მაკედონია, რომელიც ადრე მაკედონიის სახელით იყო ცნობილი, 1991 წლის 8 სექტემბერს იუგოსლავიიდან გამოყოფის შემდეგ უკვე მეექვსეჯერ ატარებს საპრეზიდენტო არჩევნებს. ჩრდილოეთ მაკედონიაში პრეზიდენტი ხუთი წლის ვადით ირჩევა. იმ შემთხევაში თუ პირველ ტურში კანდიდატები 50+1%-ს ვერ მოაგროვებენ მაში 5 მაისს მეორე ტური გაიმართება.  პრეზიდენტის პოსტზე კენჭს სამი კანდიდატი იყრის. „მაკედონური ეროვნული ერთიანობის დემოკრატიული პარტიის“ კანდიდატი გორდან სილიანოვსკა-დავკოვა, ასევე მმართველი პარტიიდან სტევო პენდაროვსკი და „ალბანელების ალიანსის“ მიერ მხარდაჭერილი ბლარიმ რეკა.



მსგავსი ინფორმაციები