უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ხვალ იმართება

საანკეტო გამოკითხვებით ზელენსკი გაიმარჯვებს

1187062
უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ხვალ იმართება

 

უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ხვალ ჩატარდება და 30 მილიონამდე ამომრჩეველი გამოავლენს ქვეყნის ახალ ლიდერს.

ერთმანეთის მეტოქეები არიან არჩევნების პირველ ტურში ორი ყველაზე მეტი ხმის მომგროვებელი, ამჟამინდელი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო და  მსახიობი ვლადიმირ ზელენსკი.

არჩევნები არ ჩატარდება რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში და დონბასის რეგიონში.

ხმის მიცემა დაიწყება ადგილობრივი დროით დილის 08:00 საათზე და დასრულდება საღამოს 20.00 საათზე.

ბოლო საანკეტო გამოკითხვების თანახმად, ვლადიმერ ზელენსკი გაიმარჯვებს.

მეორე ტურში საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შედეგები უნდა გამოცხადდეს 1 მაისამდე და გამარჯვებული 31 მაისამდე დაიწყებს მოვალეობის შესრულებას



მსგავსი ინფორმაციები