ეგვიპტეში ხვალ და ზეგ რეფერენდუმი ჩატარდება

მუსლიმანმა ძმებმა კი რეფერენდუმს ბოიკოტი გამოუცხადეს

ეგვიპტეში ხვალ და ზეგ რეფერენდუმი ჩატარდება

ეგვიპტეში, პარლამენტის მიერ  პრეზიდენტის მანდატის გახანგრძლივების მხარდაჭერის შემდეგ, კონსტიტუციაში შეტანილ ცვლილების განსახორციელებლად  რეფერენდუმზე მხარდაჭერაა საჭირო. სწორედ ამის ფარგლებში 19 აპრილს საზღვარგარეთ, ხოლო 20 აპრილს ქვეყნის შიგნით რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს. იმ შემთხვევაში თუ რეფერენდუმზე მოსახლეობა პარლამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს, ამჟამინდელი  ეგვიპტის პრეზიდენტი აბდელფეთთაჰ ალ-სისი თანამდებობაზე დარჩენას 2030 წლამდე შეძლებს. პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ქვეყნის კონსტიტუციის  140-ე მუხლს ეხება, რომელშიც საპრეზიდენტო მანდატი 4 ნაცვლად 6 წლით შეიცვლება და 2018 წელს არჩეულ პრეზიდენტს მანდატი ორი წლით გაუხანგრძლივდება. კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, მაშინ როდესაც სისი-ს პირველი ვადით თანამდებობა 2024 წელს ეწურება, მეორე ვადით არჩევის შემთხვევაში იგი ამ თანამდებობაზე, 2030 წლამდე დარჩება.  მეორეს მხრივ ოპოზიციონერები მოსახლეობას მოუწოდებენ რეფერენდუმზე „არა“ ხმა მისცენ. მუსლიმანმა ძმებმა კი რეფერენდუმს ბოიკოტი გამოუცხადეს.



მსგავსი ინფორმაციები