თავდასხმა უკრაინის ლონდონის ელჩის ავტომანქანაზე

თავდამსხმელი დაკავებულია

1182846
თავდასხმა უკრაინის ლონდონის ელჩის ავტომანქანაზე

 

ინგლისის დედაქალაქ ლონდონში, უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ნატალია გალიბარენკოს საუწყებო ავტომანქანაზე განზრახ დაჯახებული 1 სხვა ავტომანქანის მძღოლი, ბრიტანეთის პოლიციამ, მისთვის ცეცხლის გახსნისა და შემდეგ ელექტროშოკის გამომწვევი იარაღის გამოყენებით დააკავა.

საელჩოდან გავრცელებული წერილობითი განცხადებით, გალიბარენკოს ავტომანქანა, ჰოლანდ პარკის რაიონში მდებარე საელჩოს წინ იყო გაჩერებული და გუშინ დილით მას, ჯერ კიდევ ვინაობა დაუდგენელმა პიროვნებამ განზრახ დააჯახა თავისი ავტომობილი, რის შედეგადაც არავინ არ დაშავებულა.

ადგილობრივი წყაროებით, პოლიციას უცდია თავდამსხმელის დაკავება, მაგრამ, იგი არ დამორჩილებია მათ ბრძანებას, რის გამოც ისინი იძულებულნი გამხდარან ჯერ ცეცხლის გახსნისა, შემდეგ კი ელექტროშოკის იარაღი გამოუყენებიათ და ისე დაუკავებიათ



მსგავსი ინფორმაციები