საფრანგეთი ოკუპირებულ იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე ისრაელის ქმედებებს მკაცრად გმობს
საფრანგეთი ოკუპირებულ იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე ისრაელის ქმედებებს მკაცრად გმობს
საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, აგნეს ვონ დერ მუჰლიმ, ისრაელის მიერ ოკუპირებულ იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე დამატებით 4600 ახალი დასახლებული ადგილის მშენებლობის გადაწყვეტილება მკაცრად დაგმო. მუჰლიმ გავრცელებულ წერილობით განცხადებაში აღნიშნა, რომ ისრაელის მთავრობის მიერ ოკუპირებულ იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე ახალი დასახლებების აშენება, საერთაშორისო სამართალს ეწინააღმდეგება და ისრაელ-პალესტინის სამშვიდობო პროცესს დიდ ზიანს აყენებს. შეგახსენებთ, რომ ისრაელის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ 9 აპრილის არჩევნებში გამარჯვებისა და ისევ პრემიერმინისტრის პოსტზე დანიშვნის შემთხვევაში ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე მდებარე არაკანონიერ ებრაულ დასახლებების „ანექსიას“ მოახდენს. მან ასევე აღნიშნა, რომ ახალ დასახლებებს ააშენებენ. ისრაელს 1967 წელს ოკუპირებულ იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე 250-მდე არაკანონიერი ებრაული დასახლება აქვს და აქ 400 ათასზე მეტი ებრაელი ადამიანი ცხოვრობს. საერთაშორისო კანონის მიხედვით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე აგებული ყველა ებრაული დასახლება არაკანონიერად მიიჩნევა.
მსგავსი ინფორმაციები
კიმ ჩენ ინი ბირთვულ იარაღის „უყოყმანოდ“ გამოყენებით იმუქრება
კიმ ჩენ ინი ბირთვულ იარაღის „უყოყმანოდ“ გამოყენებით იმუქრება
საავადმყოფოში გაჩენილი ხანძრის შედეგად მრავალი ადამიანი დაიღუპა
საავადმყოფოში გაჩენილი ხანძრის შედეგად მრავალი ადამიანი დაიღუპა