აფეთქება ღია ბაზარში

დაიღუპა 16 კაცი

1181823
აფეთქება ღია ბაზარში

 

პაკისტანის ყოველდღიური გაზეთი "Dawn"-ი, ქალაქ კეტტას პოლიციის უფროსის, აბდურ რაზაკ შეემას განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება, რომ ამ ქალაქის ჰაზარ გუნჟის უბანში მოქმედ ღია ბაზარში, რომლის გარშემო ძირითადად შიიტები ცხოვრობენ, აფეთქება მოხდა, რასაც პირველადი წყაროებით 16 კაცი ემსხვერპლა, ხოლო 30-მდე დაიჭრა და ისინი სასწრაფოებით გადაიყვანეს ახლომდებარე საავადმყოფოებში. ამავე ინფორმაციით დაჭრილებს შორის ზოგიერთების მდგომარეობა მძიმეა და ამიტომ შიშობენ, რომ დაღუპულთა რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს. ამ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა, ჯერ ჯერობით არავის აუღია



მსგავსი ინფორმაციები