ინდოეთში  საპარლამენტო არჩევნები დაიწყო

არჩევნები 19 მაისამდის გაგრძელდება

1181294
ინდოეთში  საპარლამენტო არჩევნები დაიწყო

ინდოეთში 19 მაისამდის 7 ეტაპად ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნების პირველი ეტაპი დაიწყო. საარჩევნო უბნები 91 ოლქში ადგილობრივი დროით 07:00 საათზე გაიხსნა. რამდენიმე შტატში არჩევნების გამო უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს. 19 მაისამდე ეტაპობრივად ჩასატარებელ საპარლამენტო არჩევნებში მთელი ქვეყნის მასშტაბით ხმის მიცემის უფლება 900 მილიონ ამომრჩეველს აქვს. პირველი ეტაპის დღეს დამწყებ არჩევნებში მომდევნო ეტაპები 18, 23, 29 აპრილს და 6, 12 და 19 მაისს გაიმართება. არჩევნების შედეგები კი 23 მაისს გამოცხადდება.



მსგავსი ინფორმაციები