ბრექსიტი კიდევ ერთხელ გადაიდო

ინგლისის ევროკავშირიდან გასვლის პროცესი „ბრექსიტი“ 31 ოქტომბრამდე გადაიდო

1181581
ბრექსიტი კიდევ ერთხელ გადაიდო
juncker-tusk.jpg
donald tusk.jpg

ინგლისის ევროკავშირიდან გასვლის პროცესი „ბრექსიტი“ 31 ოქტომბრამდე გადაიდო. ამ თემასთან დაკავშირებით ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა, ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ევროკავშირის 27 წევრი ქვეყანა ინგლისის ევროკავშირიდან გასვლის საკითხის 31 ოქტომბრამდე გადადების საკითხში შეთანხმდნენ. „ჩვენი გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ ინგლისს ექნება  კიდევ ექვსი თვე. მინდა მივმართო ჩემს ბრიტანელ მეგობრებს. ეს საკმარისი დროა, რომ გამოსავალი მოიძებნოს. ძალიან გთხოვთ, ნუ დაკარგავთ დროს უქმად. მათ ამ ხნის განმავლობაში შეუძლიათ საუკეთესო გამოსავალი ნახონ და შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღონ“, – განაცხადა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა. მეორეს მხრივ,  ინგლისის პრემიერის   ტერეზა მეის თქმით, ის ეცდება უახლოეს დღეებში მიაღწიოს შეთანხმებას ე.წ. თანმიმდევრული ბრექსიტის შესახებ.



მსგავსი ინფორმაციები