სინას ნახევარკუნძულზე ბომბიანი თავდასხმები განხორციელდა

დაიღუპა 8, დაიჭრა 28 კაცი

1180679
სინას ნახევარკუნძულზე ბომბიანი თავდასხმები განხორციელდა

 

ეგვიპტის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ამ ქვეყნის კუთვნილ სინას ნახევარკუნძულზე მდებარე ქალაქ შეიხ ზუვეიდის ცენტრალურ ბაზარში ზედიზედ ორი ბომბიანი თავდასხმა განხორციელდა, რასაც  8 კაცი ემსხვერპლა, 27 კი დაიჭრა. ამავე ინფორმაციით, პირველ აფეთქების დროს 7 კაცი დაიღუპა, მათ შორის 1 ბავშვი და 4 პოლიციელი, ხოლო 26 დაიჭრა, მეორე აფეთქების დროს კი 1 ჯარისკაცი დაიღუპა, ერთიც დაიჭრა. საყურადღებოა, რომ ეს თავდასხმები განხორციელდა ეგვიპტის პრეზიდენტის, აბდულბედა ალ-სისის, ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე ოფიციალური ვიზიტის დროს



მსგავსი ინფორმაციები