ლიბიაში სამოქალაქო დაპირისპირება განახლდა

ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

1177555
ლიბიაში სამოქალაქო დაპირისპირება განახლდა

 

როგორც ცნობილია, ლიბიელმა გენერალმა ჰაფტერმა, ქვეყნის აღმოსავლეთში ზოგიერთი რეგიონი დაიპყრო და ახლა დედაქალაქ ტრიპოლზე შეტევისათვის ემზადება, რის შესახებაც მან მის დაქვემდებარებულ სამხედრო ნაწილებს ვიდეო მიმართვით მისცა ბრძანება. ამის საპასუხოდ ლიბიის ეროვნული თანხმობის მთავრობის საბჭომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რამაც კიდევ უფრო გაზარდა დაძაბულობა. ხსენებული საბჭოს თავჯდომარე ფაიზი ეს-სერაჯმა ამასთან, საჰაერო ძალების სარდლობას, ჰაფტერის პოზიციების დაბომბვის ბრძანება, ხოლო ამის პარალელურად კი, მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, სახმელეთო ჯარებს, ძალის გამოყენების ნებართვა მისცათ. ლიბიის შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი ყველანაირ შედეგებზე პასუხისმგებლობა გენერლის ჯარებს დააკისრა. ლიბიაში შექმნილ კრიზისულ მდგომარეობასთან დაკავშირებით ანკარამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა და დაპირისპირებულ მხარეებს 2015 წელს ხელმოწერილი ეროვნული შერიგების შეთანხმებისადმი პატივისცემის გამოჩენისკენ და ყველანაირი პრობლემის დიალოგის გზით მოგვარებისკენ მოუწოდათ. მსგავსი შინაარსის განცხადება გაავრცელა ასევე გაეროს გენერალურმა მდივანმა გუტიერესმა



მსგავსი ინფორმაციები