ბრუნეის სასულთნოში   ისლამის კანონები ძალაში შევიდა

გეი სექსუალური კავშირისთვის ჩაქოლვით სიკვდილით დასჯას აწესებს

1177010
ბრუნეის სასულთნოში   ისლამის კანონები ძალაში შევიდა

სამხრეთ-აღმოსავლეთ  აზიის ქვეყნებიდან, ბრუნეის სასულთნოში ისლამის კანონები ძალაში შევიდა. ბრუნეის პრემიერმინისტრის პრესცენტრიდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2013 წელს მიღებული სისხლის სამართლის კანონი, მიმდინარე წლის  3 აპრილიდან ამოქმედდა, რომელიც გეი სექსუალური კავშირისთვის ჩაქოლვით სიკვდილით დასჯას აწესებს. ამავე კანონით გათვალისწინებულია ქურდობისთვის ამპუტაცია. განცხადებაში ასევე ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ ბრუნეი დამოუკიდებელი ისლამური ქვეყანაა და როგორც სხვა დამოუკიდებელი ქვეყნები, მათაც თავიანთ კანონებს გაატარებენ. ბრუნეის სასულთნოში დაახლოებით ნახევარ მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს და მოსახლეობის ორი მესამედი მუსლიმია.



მსგავსი ინფორმაციები