ჯოზეფ დანფორდი S-400-ის და F-35-ის შესახებ მორიგ განცხადებას ავრცელებს
ჯოზეფ დანფორდი S-400-ის და F-35-ის შესახებ მორიგ განცხადებას ავრცელებს
1176526

აშშ-ს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროს გენერალ ჯოზეფ დანფორდმა განაცხადა, რომ მას იმედი აქვს, თურქეთთან, რუსეთისგან შესასყიდ S-400-ის საზენიტო-საჰაერო კომპლექსის საკითხთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწევენ. ჯოზეფ დანფორდმა პენტაგონში თავის, სამხრეთ კორეელ კოლეგას შეხვდა. შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრის დროს დანფორდმა S-400-ების და F-35-ების შესახებ განაცხადა: „როგორც მოგეხსენებათ, ეს საკმაოდ რთული საკითხია. მინდა ავღნიშნო, რომ ამ იარაღების სისტემები ერთმანეთს არ ემთხვევა. საკითხთან დაკავშირებით თურქეთთან მოლაპარაკებებს ვაგრძელებთ. ვიმედოვნებ, რომ შეთანხმებას მივაღწევთ.“