ალექსის ციპრასი ჩრდილოეთ მაკედონიას ეწვია

ალექსის ციპრასი ჩრდილოეთ მაკედონიას ეწვია

1176327
ალექსის ციპრასი ჩრდილოეთ მაკედონიას ეწვია

ალექსის ციპრასი გახდა პირველი საბერძნეთის პრემიერმინისტრი, რომელმაც ჩრდილოეთ მაკედონიას ეწვია. ციპრასმა ამ ვიზიტის ფარგლებში თავის კოლეგა ზორან ზაევს შევხდა. ზორან ზაევმა,  ციპრასს დედაქალქ სკოპიეში ოფიციალური ცერემონიით დახვდა, რის შემდეგაც პირისპირ და დელეგაციებს შორის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრების შემდეგ  ორ ქვეყანას შორის  თანამშრომლობის გაღრმავების და ჩრდილოეთ მაკედონიის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში, საბერძნეთის მხარდაჭერის მემორანდუმი გაფორმდა.    ამ  ვიზიტის დროს ასევე ორ ქვეყანას შორის პრომაჩოი-მაჟდენის ახალი სასაზღვრო გამშვები პუნქტის გახსნის მემორანდუმიც გაფორმდა. გასული  წლის სექტემბერში მაკედონიაში რეფერენდუმი ჩატარდა, რომლის შედეგების მიხედვითაც, ქვეყანას სახელწოდება შეეცვალა და მას ჩრდილოეთ მაკედონია დაერქვა. ამის შემდეგ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ნორმალიზება დაიწყო.  ალექსის ციპრასი და ზორან ზაევი ჩრდილოეთ მაკედონია-საბერძნეთს შორის გასამართ პირველ ბიზნესფორუმსაც დაესწრებიან.



მსგავსი ინფორმაციები