ტყის ხანძარს 30 მეხანძრე ემსხვერპლა

მათი ასაკი 20 წელს არ სცილდებოდა

1175580
ტყის ხანძარს 30 მეხანძრე ემსხვერპლა

 

ჩინეთიდან მიღებული ინფორმაციით, ამ ქვეყნის სიჩუანის პროვინციის მაღალმთიან რეგიონში, შაბათ-კვირას გაჩენილი ტყის ხანძარი, რომელმაც 30 მეხანძრე იმსხვერპლა, კონტროლზეა აყვანილი. ადგილობრივი მედიის თანახმად, ეს რეგიონი 3800 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს, გამოირჩევა მეტად რთული რელიეფით, რამაც დიდი მსხვერპლი გამოიწვია და ახლა აქა იქ თუ ჩანს ჩამქრალი ხანძრის კვამლი. ამავე ინფორმაციით, დაღუპული მეხანძრეების ასაკი არ სცილდებოდა 20 წელს და ყველა მათგანის გვამი ნაპოვნია რა, გასვენებისთვის ვერტმფრენებით ჩამოასვენეს სიჩუანის საოლქო ცენტრში. ამ ბოლო კვირების განმავლობაში, ჩინეთი, ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში, ტყის ხანძრებს ებრძვის.



მსგავსი ინფორმაციები