უკრაინის ახალი პრეზიდენტი მეორე ტურში გახდება ცნობილი

უკრაინის ახალი პრეზიდენტი მეორე ტურში გახდება ცნობილი

1174457
უკრაინის ახალი პრეზიდენტი მეორე ტურში გახდება ცნობილი

გუშინ,  უკრაინაში  საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური ჩატარდა. ეგზიტპოლების მიხედვით, უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მსახიობი  და შოუმენი  ვლადიმირ ზელენსკი და პეტრო პოროშენკო გავიდნენ. უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში პრეზიდენტობისთვის 39 კანდიდატი იბრძოდა.  ეროვნული საარჩევნო კომისიის მონაცემებით პირველ ტურში ვლადიმირ ზელენსკიმ ხმათა 30,28% აიღო, ხოლო პეტრო პოროშენკომ კი 16,57%. რაც შეეხება ექსპრემიერ  იულია ტიმოშენკო 13,10%-ით,  მესამე ადგილზე გავიდა. უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 21 აპრილს გაიმართება.



მსგავსი ინფორმაციები