რუსეთის მკაცრი პასუხი ამერიკას

რუსეთის მკაცრი პასუხი ამერიკას

1172061
რუსეთის მკაცრი პასუხი ამერიკას

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი  მარია ზახაროვა - სანამ ვინმეს ურჩევს ამერიკა თუ რომელი ტერიტორია უნდა დატოვოს, მანამდე თვითონ უნდა დატოვოს სირიის ტერიტორია. მარია ზახაროვამ,  აშშ-ს პრეზიდენტის განცხადება, იმის თაობაზე რომ „რუსეთმა ვენესუელა უნდა დატოვოს“ მკაცრად გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ უპირველესად თვითონ ამერიკამ  უნდა დატოვოს სირია. „აშშ-მ საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე აღებული ვალდებულებები უნდა შეასრულოს. თუ რომელიმე ქვეყანას, რომელიმე ტერიტორიიდან გასვლას ურჩევს, მანამდის თვითონ უნდა დატოვოს სირიის ტერიტორია. აშშ-მ ასევე სხვა ქვეყნების კანონიერ ინტერესების გადაწყვეტილებებსაც უნდა სცეს პატივი,“ განაცხადა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა. შეგახსენებთ, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, თეთრ სახლში ვენესუელის ოპოზიციის ლიდერის, ხუან გუაიდოს მეუღლესთან შეხვედრის შემდეგ გამართული პრესკონფერენციის დროს განაცხადა, რომ ვენესუელისთვის ყველა ვარიანტი განიხილება, ამიტომ,  რუსეთმა ეს ქვეყანა უნდა დატოვოს.



მსგავსი ინფორმაციები