„ტარანტიზმი“?

აქტუალური თემის ანალიზი 13/2019

1171150
„ტარანტიზმი“?

ქტუალური თემის ანალიზი 13/2019

„ტარანტიზმი“? 

ქუდრეთ ბულბული

ანკარის ილდირიმ ბეიაზეთის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერების ფაკულტეტის პროფესორი

 

ავსტრალიელი თეთრი რასისტის, ბრენტონ ტარანტის მიერ ახალ ზელანდიაში მოწყობილი ტერაქტის შემდეგ, რის შედეგადაც 50 მუსლიმი დაიღუპა, განახლდა დებატები იმაზე, როგორ უნდა განისაზღვროს ტერორის ერთ-ერთ მეთოდად გამომყენებელი რასიზმი და უკიდურესი მემარჯვენეობა. არსებული გავრცელებული განსაზღვრებაა „ისლამოფობიური ტერორი”, „ისლამის მტრობა", „ანტიისლამიზმი“.

ანტი-სემიტიზმი, ანტი-ისლამიზმი

მე-20 საუკუნეში დასავლეთში ებრაელების სიძულვილი და მათ მიმართ არაადამიანური მოპყრობა საყოველთაოდ მოიხსენიება როგორც ანტისემიტიზმი. ანალოგიურად, მუსლიმების წინააღმდეგ მზარდი ძალადობისა და ტერორის ანტიისლამიზმის, ისლამის მტრობის მსგავსი ცნებებით მოხსენიება, როგორც არაადამიანური ტრაგედიის მოსაგონებლად ასევე ანტიისლამიზმის ანტისემიტიზმთან ერთად მოხსენიების თვალსაზრისით შესაძლებელია ფუნქციური იყოს. მასთანავე ასეთი სახელწოდებები პრობლემის მთავარ წყაროს, აზროვნებას ამხელს. პრობლემა ძირითადად დაზარალებულებზე იდენტიფიცირდება, რაც ჩრდილში აქცევს პრობლემის მატარებელ მენტალიტეტსა და დამნაშავეებს.

მეორეს მხრივ, დასავლეთში არსებული ახლო და რეალური საფრთხე მხოლოდ ანტიისლამიზმს არ შეიცავს. ტარანტი აცხადებს ტერორის მანიფესტში, რომ დასავლურ საზოგადოებებში სხვა გზა არ არსებობს გარდა იმისა, რომ მოკლას თეთრი რასის გარდა სხვა საზოგადოებები და თეთრი რასის გარდა ყველა დანარჩენი საფრთხის ქვეშაა. რასისტი თეთრებისა და რადიკალურად მემარჯვენეთათვის სითეთრე, არადასავლურ საზოგადოებებში არსებული თეთრების მოცილებით ევროპაში არსებულ თეთრ რასას მოიცავს.   

ფაშიზმი, ნაციზმი, სიონიზმი

ცნება, რომელსაც ვეძებთ, სინამდვილეში ძალიან ახალი არ არის და მისი ჩარჩოებიც ძალიან უცნობი არ არის. ცნების ზედა სათაური ვიცით: რასიზმი, მაგრამ ამჟამად არსებულ სიტუაციაში ცნება რასიზმი საკმარისი არ არის. დღევანდელი მდგომარეობა არ არის ის რასიზმი, რომელსაც მინზად აქვს დასახული უყვარდეს საკუთარი რასა, მუშაობდეს მისთვის, რომ წინა პლანზე გამოვიდეს. ამისგან ძალიან შორსაა, ეს არის რასიზმის მდგომარეობა, რომელიც საკუთარი რასის, ცხოვრების სტილისათვის სხვა რასებს, განსხვავებული ცხოვრების სტილს ანადგურებს, ამისათვის როგორც ევროპაში ხშირად ხდება, სალოცავებს, ადამიანებს სახლებში ცოცხლად წვავენ, ტერორისტული თავდასხმის ყველა მეთოდეს ითავისებს. მსგავსი სიტუაციებისთვის ლიტერატურაში გამოყენებული საკმარისი ცნებები არ არსებობს. ფაშიზმი შეიძლება განიხილებოდეს, როგორც ერთგვარი სახელმწიფო რასიზმი. ნაციზმი კი სახელმწიფოს საკუთარი თავისთვის საშუალებად განმხილავი, გერმანელების უპირატესობაზე დაფუძნებული ერის რასიზმია. სიონიზმი კი როგორც ერის, ასევე რელიგიური რასიზმის გაერთიანებულ მდგომარეობად შეიძლება განვიხილოთ. სიონიზმი, თეოდორ ჰერცლის მიერ შემუშავებული პოლიტიკური იდეოლოგიაა, რომელიც ამტკიცებს, რომ  ებრაელები რჩეული ერია, ღმერთმა მათ აღუთქვა გარკვეული ტერიტორია, რომელიც თურქეთის ნაწილსაც მოიცავს და ამის გამო ამ ტერიტორიების ხელში ჩასაგდებად ყველა გზა ლეგიტიმურია. როგორც როჯერ გარაიდი ამბობს, ეს არის რასისტული და კოლონიალური იდეოლოგია. ისრაელის მიერ გაეროს რეზოლუციების, საერთაშორისო სამართლის, ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური უფლებების უგულვებელყოფით პალესტინელების მიმართ ჩადენილს ბევრი მოაზროვნე და ადამიანის უფლებების დამცველი აქტივისტი, ჰიტლერის მიერ ებრაელების მიმართ ჩადენილს ადარებს. რა თქმა უნდა, ყველა იუდეველი სიონიზმს არ იზიარებს. არსებობენ ასევე მართლმადიდებელი იუდეველები, რომლებიც მთლიანად უარყოფენ სიონიზმს და ებრაელების მიერ სახელმწიფოს შექმნას მათი რელიგიის საწინააღმდეგოდ მიიჩნევენ და ამ მიზეზით ისრაელს არ აღიარებენ.

ვაითიზმი? ვასიზმი? ტარანტიზმი?

თუ ფაშიზმს სახელმწიფო რასიზმად, ნაციზმს ეროვნულ რასიზმად და სიონიზმს რელიგიურ რასიზმად განვსაზღვრავთ, ცნება რაც გვჭირდება სინამდვილეში ფერის რასიზმია. თეთრი რასის უპირატესობა (White supremacy) ტერორის მეთოდად გამომყენებელი თეთრი რასიზმის გამოსახატავად უაღრესად არასაკმარისია და უდანაშაულოდ ჟღერს. რადგანაც არსებულ ვითარებაში თეთრი რასის უპირატესობა რწმენიდან გამოვიდა და იგი ტერორის მიზეზად გადაიქცა.

მიუხედავად იმისა, რომ ზუსტად ვერ ვწყვეტთ რა ცნება გვჭირდება, ვიცით მან რაზე უნდა გააკეთოს მინიშნება. ცნება ტერორისა და ძალადობის მეთოდად გამომყენებელი თეთრი რასისტების მენტალიტეტის სამყაროდან უნდა იქნას ნაწარმოები. ამ წერტილში შეიძლება იქნას წარმოებული ცნება „ვასიზმი“ ან „ვაითიზმი“, რომელიც ფაშიზმსა და ნაციზმს მოგვაგონებს და მათთან ერთად იქნება მოხსენებული. თუ „ვასიზმი“ ფართოდ იქნება გამოყენებული, მას მალე აღიარებენ თეთრი რასიზმის ტერორის, გარიყვის, სიძულვილზე მიმანიშნებელ ცნებად.  მაგრამ ასეთ შემთხვევაში იმ პრობლემის წინაშე აღმოვჩნდებით, რომელზეც გასულ კვირაში მივანიშნეთ. ქრისტიანობის სახელით ჩადენილი ტერორისთვის ქრისტიანული ტერორის, ისლამის სახელით ჩადენილი ტერორისთვის ისლამური ტერორის წოდება ამ რწმენის ადამიანების გონივრული უმრავლესობისთვის ცილისწამება იქნება. ასეთი გამოყენება ან ბანაკებად დაყოფა უფრო მეტად წაადგება ტერორგანიზაციებს. ასევე უნდა შევიკავოთ თავი თეთრი რასის სახელით ჩადენილი ტერორისთვის ისეთი ენის გამოყენებაზე, რომელიც ეჭვქვეშ დააყენებს თეთრი რასის ყველა წარმომადგენლს. თუ ნაციზმს გერმანელებისგან გამოვყოფთ და ეროვნულ რასიზმად, სიონიზმს თუ ებრაელებისგან გამოვყოფთ და ერისა და რელიგიის რასიზმად განვიხილავთ, ასევე თეთრი რასიზმიც უნდა გამოვყოთ იმ თეთრებისგან, რომლებიც მას არ იზიარებენ და ისე გამოვიყენოთ ტერმინოლოგიად. ასეთ ვითარებაში ასევე შეიძლება აზრად მოგვივიდეს, რომ მანიფესტის დაწერის გამოც თეთრ რასიზმზე დამყარებულ ტერორს „ტარანტიზმი“ ვუწოდოთ. „ტარანტიზმი“, არა ყველა თეთრისთვის, როგორც მანიფესტშია მითითებული, შესაძლებელია გამოყენებული იქნას მათთვის, ვინც ტერორს ლეგიტიმურად მიიჩნევს. საბოლოოდ სახეზეა, რომ თეთრი რასიზმის ან რადიკალურად მემარჯვენეობისთვის საჭიროა ახალი ცნება, რომელიც არად მიიჩნევს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებას, აზრის გამოხატვის თავისუფლებას, სიცოცხლის უფლებას და ტერორს მეთოდად იყენებს. ახალი ცნება არ უნდა აქცევდეს დაზარალებულებს ცენტრში და უნდა ამჟღავნებდეს დამნაშავის მენტალურ სამყაროს. ანუ  თეთრის უპირატესობისგან წარმოებული ცნება, რომელიც ყველა თეთრკანიანს არ დაადანაშაულებს და რომელიც ფაშიზმს, ნაციზმსა და სიონიზმს მოგვაგონებს. 



მსგავსი ინფორმაციები