ინგლისში ბრექსიტის საწინააღმდეგო კამპანია გრძელდება

ინგლისის მთავრობისათვის ევროკავშირიდან გასვლის პროცესის გაუქმების მოწოდების განცხადებაზე ხელისმომწერთა რიცხვმა 5 მილიონს მიაღწია

ინგლისში ბრექსიტის საწინააღმდეგო კამპანია გრძელდება

ინგლისის მთავრობისათვის ევროკავშირიდან გასვლის პროცესის გაუქმების მოწოდების განცხადებაზე ხელისმომწერთა რიცხვმა 5 მილიონს მიაღწია.

განცხადებაში, რომლის სათაურიცაა „50-ე მუხლი გააუქმე და დარჩი ევროკავშირში“ ნათქვამია: „ევროკავშირში დასარჩენად საჭიროა ვაჩვენოთ ხალხის მხარდაჭერის ძალა და ეს დავასრულოთ.“

ინგლისში პარლამენტისათვის წარდგენილ განცხადებაზე ხელისმომწერთა რიცხვი თუ 10 ათასს მიარწევს, მთავრობა ვალდებულია მას პასუხი გასცეს.

ხელისმომწერთა რიცხვი თუ 100 ათასს გადააჭარბებს, განცხადებაში წამოყენებულ მოთხოვნას პარლამენტი განიხილავს.

ინგლისმა 2016 წლის 23 ივნისს ჩატარებულ რეფერენდუმზე ხმების 52%-ით 48% -ის წინააღმდეგ ბრექსიტის გადაწყვეტილება მიიღო.

რეფერენდუმზე ბრექსიტს მხარი 17 მილიონ 410 ათას 742 ადამიანმა დაუჭირა, ევროკავშირის წევრობას კი 16 მილიონ 141 ათას 241 ადამიანმა.  



მსგავსი ინფორმაციები