ბრიტანელები მეორე რეფერენდუმს ითხოვენ

ევროკავშირში დარჩენის მსურველმა 10 ათასობით ადამიანმა მოაწყო მსვლელობა

1169456
ბრიტანელები მეორე რეფერენდუმს ითხოვენ

 

ლონდონში ამჯერად იმ ჯგუფებმა გამართეს სამშვიდობო მარში, რომელთაც ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლისათვის   (Brexit) მეორედ უნდათ რეფერენდუმის მოწყობა და მასში 10 ათასობით ევროკავშირში დარჩენის მსურველმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. ეს მარში ლანე პარკის შესასვლელში დაიწყო და დემონსტრანტები, პოლიციის მიერ ჩახერგილი გზით ვიტეჰალისა და ტრაფალგერის მოედანს მიაღწიეს, სადაც ქვეყნის მთავრობისა და პრემიერის შენობები მდებარეობენ. დემონსტრანტები მოითხოვენ ბრექსიტის 50 მუხლიანი პაკეტის გაუქმებას და რეფერენდუმის ხელმეორედ მოწვევას. მეორეს მხრივ ცნობილი გახდა, რომ ბრიტანელების პეტიციაზე, რომელიც პარლამენტს ბრექსიტის გადადებას სთხოვს, 5 დღეში 4,3 მილიონი ხელმოწერა შეგროვდა. ინგლისის კანონმდებლობით, თუ ამ ქვეყნის პარლამენტში წარდგენილი შუამდგომლობა 10 ათასამდე ხელმოწერას გადააჭარბებს, მაშინ, მთავრობა იძულებულია მასზე რეაგირება მოახდინოს, ხოლო თუ ხელმოწერების რაოდენობა 100 000-ს გადააჭარბებს, მაშინ, ეს პეტიცია პარლამენტში განიხილება.



მსგავსი ინფორმაციები